კომპანიის პროფესიონალური პასუხისმგებლობა დაზღვეულია 300 000 ლარად სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი"-ში                                                                                                          

ორი პაკეტის შერჩევის შემთხვევაში ფასდაკლება 10%, სამი და მეტი პაკეტის შერჩევის შემთხვევაში ფასდაკლება 20%                                                                                                                                                  

პაკეტი "ბიუჯეტირება" მოიცავს კომპანიაში ბიუჯეტირების სისტემის დანერგვის მომსახურებას. ბიუჯეტირების სისტემა წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული საბიუჯეტო ფორმების, მათი შევსების წესების და ანალიზის ერთობლიობას. ბიუჯეტირების სისტემა საშუალებას იძლევა გადავჭრათ შემდეგი ამოცანები:

ა) კომპანიის სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმის შესრულებაზე კონტროლის და დაგეგმვის ურთიერთკავშირის დადგენა

ბ) სტრუქტურული ერთეულების საწარმოო გეგმების თანხვედრის უზრუნველყოფა კომპანიის საერთო მიზნებთან

გ) კომპანიის ფინანსური რესურსების და საწარმოო-საფინანსო საქმიანობის შედეგების შეფასება

დ) ფინანსური დისციპლინის განმტკიცება და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების ინტერესების დაქვემდებარება კომპანიის ინტერესებთან

ე) დამატებითი რესურსების მოზიდვის გარეშე მრავალვარიანტიანი გეგმის შემუშავება

ვ) პერსონალის მოტივაციის სისტემის შექმნა ფინანსური მაჩვენებლების სისტემაზე დაყრდნობით

 

◊ მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის სტრუქტურაზე და საქმიანობის სახეობაზე

 

მომსახურების მინიმალური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით)