კომპანიის პროფესიონალური პასუხისმგებლობა დაზღვეულია 300 000 ლარად სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი-სი-აი"-ში                                                                                                          

ორი პაკეტის შერჩევის შემთხვევაში ფასდაკლება 10%, სამი და მეტი პაკეტის შერჩევის შემთხვევაში ფასდაკლება 20%                                                                                                                                                  

პაკეტი "ფინანსური მოდელირება" მოიცავს კომპანიის ფინანსური მოდელის შექმნას. ფინანსური მოდელი წარმოადგენს:

ურთიერთდაკავშირებული ელექტრონული ცხრილების სისტემას MS Excel ფორმატში, რომელშიც აისახება კომპანიის შემოსავლების და გასავლების ნაკადები და გამოითვლება ეფექტურობის ჯამური მაჩვენებლები. ფინანსური მოდელი განსაკუთრებით სასარგებლო მექანიზმია კომპანიის საქმიანობის სხვადასხვა ვარიანტების ანალიზის და შემოწმების საქმეში. მოდელი იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ სხვადასხვა საწყისი პარამეტრები და გამოვთვალოთ კომპანიის რეაქცია ამ პარამეტრების ცვლილებაზე. მაგ., მოდელს შეუძლია გვაჩვენოს თუ რამდენად გაიზრდება ფულადი ნაკადების გადინება ნედლეულზე და მასალებზე ფასების ზრდის გამო, როგორ გავლენას მოახდენს კომპანიის საქმიანობის საბოლოო შედეგებზე სავალუტო გაცვლითი კურსის ცვლილება, ან გადასახადების განაკვეთის გაზრდა-შემცირება და ა.შ. ფინანსურ მოდელს შეუძლია განსაზღვროს კომპანიის ღირებულება დროის სხვადასხვა პერიოდში, წაუგებლობის წერტილი და ეფექტურობის ძირითადი მაჩვენებლები (NPV, IRR, მომგებიანობის ინდექსი, უკუგების პერიოდი და სხვა)

 

◊ მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობის სახეობაზე


მომსახურების მინიმალური ღირებულება შეადგენს  15 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით)